შეიყვანეთ საძიებო სიტყვა

მოთხოვნის ფორმა

* აუცილებელი ველი

ჯაკარტას (ინდონეზიის) მთავარ სავაჭრო ცენტრში ციდან ხელოვნური ფანტელი ცვივა, მაღაზიები საშობაო მორთულობებითაა მოკაზმული და სანტა კლაუსთან სურათის გადაღებაზე დიდი რიგებია. ბავშვები საშობაო რიტმში ცეკვავენ და ყველას საზეიმო განწყობა აქვს. თუმცა არავინ იცის რას ზეიმობენ ინდონეზიელები - აქ ხომ ქრისტიანული სარწმუნოების მიმდევარი ქვეყნის მოსახლეობის 10 პროცენტზე ნაკლებია.

კუალა-ლუმპურის (მალაიზია) უზარმაზარ გამჭვირვალე აკვარიუმში მყვინთავ სანტა კლაუსსაც კი დაინახავთ, რომელიც თევზებს საკვებს აწვდის.

შობას ყველაზე დიდხანს ფილიპინებში აღნიშნავენ სწორედ იმიტომ, რომ აზიაში მდებარე ორი ქრისტიანული ქვეყნიდან ერთ–ერთი ფილიპინებია (მეორე კი აღმოსავლეთ ტიმორი). ფილიპინებში საშობაო არდადეგები სექტემბრის თვიდან იანვრამდე გრძელდება. ამ პერიოდში ტარდება სხვადასხვა ტრადიციული ფესტივალი, ცეკვა, სიმღერა და თამაშებობები.