შეიყვანეთ საძიებო სიტყვა

მოთხოვნის ფორმა

* აუცილებელი ველი

მიმდინარე წლის 7 ივნისიდან "სკატის ავიახაზები" (SCAT Airlines) პირდაპირი ფრენების შესრულებას ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანიდან (ასტანა) ქალაქ ბათუმის მიმართულებით იწყებს.

რეგულარული ფრენები კვირაში ორჯერ, ყოველ სამშაბათსა და პარსკევს, შესრულდება, Boeing 737 და CRJ200 ტიპის საჰაერო ხომალდებით. ფრენების საშუალო ხანგრძლივობა 3 საათი და 20 წუთია.

"სკატი" 1997 წელს დაარსდა, ყაზახეთის ქალაქ შიმკენტში.

ავიაკომპანიის მთავარი ბაზა შიმკენტის აეროპორტია, მაგრამ კომპანიის ყურადღება კონცენტრირებულია ყაზახეთის შემდეგ აეროპორტებზედაც: ნურსულთან ნაზარბაიევის საერთაშორისო აეროპორტი, ალმატის საერთაშორისო აეროპორტი და აქტაუს აეროპორტი.

რაც შეეხება საქართველოს საავიაციო ბაზარს, ჩვენს ქვეყანაში ავიაკომპანია „სკატი“ (SCAT) 2006 წლიდან ოპერირებს.

ეგახსენებთ, რომ "თეგეტა თრეველი" 23-წლიანი გამოცდილების მქონე "თეგეტა მოტორსის" ჯგუფის წევრია და გთავაზობთ მრავალფეროვან, საზოგადოების ყველა სეგმენტზე მორგებულ ტურისტულ სერვისებს.პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი მზადაა დაგეხმაროთ სასურველი ბილეთების შეძენაში და გაგიწიოთ მსოფლიო დონის სხვადასხვა ტიპის ტურისტული მომსახურებაც.

დაგვიკავშირდით:
თეგეტა თრეველი
დავით აღმაშენებლის გამზ. N173, თბილისი, 0112
+995 322 44 33 22