შეიყვანეთ საძიებო სიტყვა

მოთხოვნის ფორმა

* აუცილებელი ველი

"Buta Airways"-მა ბათუმი-ბაქო-ბათუმი ხაზზე უკვე მეორე ავიარეისი განახორციელა.

აზერბაიჯანულმა ბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით პირდაპირი ფრენების შესრულება 14 ივნისიდან დაიწყო.

ფრენები ხორციელდება რეგულარულად, კვირაში ორჯერ, ყოველ პარასკევსა და კვირას, ხოლო მგზავრობის ხანგრძლივობა საათ-ნახევარია.

გარდა ბათუმისა, "Buta Airways"-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც ოპერირებს და თბილისი-ბაქო-თბილისი საჰაერო ხაზზე უკვე არსებულ 12 სიხშირეს 5 ახალი სიხშირეც დაამატა.

ბიუჯეტურმა ავიაკომპანია "Buta Airways"-მა ოპერირება 2017 წლის სექტემბრიდან დაიწყო. დაარსების დღიდანვე, ფრენებზე მაღალი მოთხოვნაა, ხოლო საჰაერო ხომალდების დატვირთულობა მიმართულებების უმეტეს ნაწილზე 85 პროცენტს აჭარბებს.

ავიაკომპანია მუდმივად ცდილობს გააფართოვოს ფლოტი და დაამატოს ახალი მიმართულებები.


თეგეტა თრეველი გთავაზობთ მრავალფეროვან, საზოგადოების ყველა სეგმენტზე მორგებულ ტურისტულ სერვისებს. პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი მზადაა დაგეხმაროთ სასურველი ბილეთის შეძენაში და გაგიწიოთ უმაღლესი დონის მომსახურება.

დაგვიკავშირდით:
თეგეტა თრეველი
დავით აღმაშენებლის გამზ. N173, თბილისი, 0112
+995 322 44 33 22