შეიყვანეთ საძიებო სიტყვა

მოთხოვნის ფორმა

* აუცილებელი ველი

მსოფლიოს ავიაკომპანიების პრესტიჟულ დაჯილდოებას საფუძველი 1999 წელს ჩაეყარა, როცა ბრიტანულმა კონსალტინგურმა კომპანია "Skytrax"-მა გადაწყვიტა პირველი გლობალური ავიახაზების მომხარებელთა კმაყოფილების კვლევის ჩატარება, რამაც შემდგომში ყოველწლიური ხასიათი მიიღო.

გამოკითხვაში მგზავრები აფიქსირებენ საკუთარ არჩევანს მსოფლიოს საუკეთესო ავიახაზების გამოსავლენად, ხოლო კონკურსის დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და გლობალურის მასშტაბით ჩატარება "Skytrax"-ის გუნდის მიერ კონტროლდება.

მიმდინარე წლის ნომინაციაში "წლის ავიახაზები" უკვე მეხუთედ გაიმარჯვა "Qatar Airways"-მა. გამარჯვებულების გამოვლენაში 21,65 მილიონმა რესპოდენტმა მიიღო მონაწილეობა, 100-ზე მეტი ქვეყნიდან. ხმის მიცემა 2018 სექტემბრიდან მიმდინარე წლის მაისამდე გრძელდებოდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ "Qatar Airways"-ი საქართველოს ავიაბაზარზედაც ოპერირებს.