შეიყვანეთ საძიებო სიტყვა

მოთხოვნის ფორმა

* აუცილებელი ველი

"ჯორჯიან ეარვეისმა" ბათუმიდან სომხეთის დედაქალაქ ერევნის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენების შესრულება დაიწყო, ხოლო თბილისიდან ერევნის მიმართულებით კი უკვე არსებული ფრენების სიხშირე გაზარდა.

ბათუმი-ერევანი-ბათუმი ხაზზე ოპერირება მთელი კვირის განმავლობაში განხორციელდება, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით და პირიქით. ფრენის ხანგრძლივობა - 40 წუთია.

ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" ფრენებს 1993 წლიდან ახორციელებს და კონცენტრირებულია მგზავრებისა და ტვირთის უსაფრთხო/საიმედო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვასა და მაღალი დონის მომსახურების შეთავაზებაზე, ასევე ავიაპარკის განვითარებასა და განახლებაზე.

"Georgian Airways"-ის საშუალო დიაპაზონის მქონე Boeing 737, Embraer და CRJ თვითმფრინავები აღჭურვილია თანამედროვე სანავიგაციო სისტემებითა და კომფორტული სალონებით, რაც მგზავრთა უსაფრთხო, შეუფერხებელ და კომფორტულ ტრანსპორტირებას უწყობს ხელს.

ხომალდებს დიდი გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური პილოტები მართავენ.

ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" შიდა და საერთაშორისო სტანდარტებით შერჩეული ბორტგამცილებლები მაღალი დონის მომსახურების შეთავაზებას უზრუნველყოფენ საჰაერო ხომალდზე უსაფრთხო და კომფორტული ფრენებისთვის.

ავიაპარკი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ინჟინრებითა და ტექნიკოსებით, ხოლო ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით.

შეგახსენებთ, რომ "თეგეტა თრეველი" 23-წლიანი გამოცდილების მქონე "თეგეტა მოტორსის" ჯგუფის წევრია და გთავაზობთ მრავალფეროვან, საზოგადოების ყველა სეგმენტზე მორგებულ, ტურისტულ სერვისებს. პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი მზადაა დაგეხმაროთ სასურველი ბილეთების შეძენაში და გაგიწიოთ მსოფლიო დონის ტურისტული მომსახურება.

დაგვიკავშირდით:
"თეგეტა თრეველი"
დავით აღმაშენებლის გამზ. N173, თბილისი, 0112
+995 322 44 33 22