შეიყვანეთ საძიებო სიტყვა

მოთხოვნის ფორმა

* აუცილებელი ველი

16 ივლისს, ტაშკენტის საერთაშორისო აეროპორტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით პირველი პირდაპირი ფრენა შესრულდა, "Uzbekistan Airways"-ის მიერ.

საშუალო ხანგრძლივობით სამსაათ-ნახევრიანი ფრენები განხორციელდება რეგულარულად, კვირაში ორი დღის განმავლობაში.

გვჯერა, რომ თბილისი-ტაშკენტი-თბილისი ხაზზე ოპერირება ხელს შეუწყობს უზბეკეთში საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ცნობადობის უფრო მეტად ამაღლებას.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თქმით, უზბეკეთიდან საქართველოში 2019 წლის 6 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 185%-ით მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა.

"უზბეკეთის ავიახაზები" დაარსდა 1992 წელს, დღესდღეობით ოპერირებს ტაშკენტის საერთაშორისო აეროპორტიდან და დაფრინავს 58 მიმართულებით. 2014 წლის სტატისტიკური მონაცემებით, ავიაკომპანია მოემსახურა 2.5 მილიონზე მეტ ადამიანს მსოფლიოს მასშტაბით.

დაარსების დღიდან, "Uzbekistan Airways"-ი ძირითადად კონცენტრირებულია დასავლეთ ევროპასა და საერთაშორისო ლოკაციებზე. ფრენების უმეტესობა ხორციელდება უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტიდან, მაგრამ, გარდა ამისა, ფრენები აქტიურად სრულდება უზბეკეთის შემდეგი ქალაქებიდანაც: ბუხარა, ფერღანა, ნამანგანი, ნავოი, ნუკუსი, სამარყანდი, ტერმეზი, ურგენჩი.

უზბეკეთსა თუ სხვა ნებისმიერ ქვეყანაში განთავსების, ავიაბილეთების, ტრანსპორტირების, სავიზო კონსულტაციისა და ტურების შესახებ კონსულტაციისათვის დაგვიკავშირდით:

თეგეტა თრეველი
თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N173
(+995) 322 44 33 22